ამ სტატიაში განვიხილავთ snap-store განახლების პრობლემას Ubuntu 20.04 და 22.04 ვერსიებზე.
როგორც ვიცით პერიოდულად სისტემა გვთხოვს განახლებას, ხშირად მოსული განახლების შეტყობინებების გამო გადავწყვიტე გადამემოწმებინა Ubuntu Software და აღმოვაჩინე შეტყობინება, რომელიც ითხოვდა snap-store-ის განახლებას. გავუშვი განახლება თუმცა გამომიტანა შეტყობინება, რომ snap-store-ის განახლება შეუძლებელია.
ასევე Terminal-ის მეშვეობით იგივე მცდელობისას ვერ მოხერხდა მისი განახლება.
ქვემოთ მოცემულ სურათებზე, როგორც Terminal-ი ასევე Software გვატყობინებს იმის შესახებ, რომ snap-store-ის განახლება ვერ ხერხდება, რადგან პროცესი უკვე გაშვებულია.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა დავხუროთ Software და Terminal-ის მეშვებით მოვკლათ snap-store-ის გაშვებული პროცესი.
როგორც ფოტოებზე ჩანს ორივე მეთოდით განახლებისას Software და Terminal-ი გვატყობინებს, რომ snap-store გაშვებულია შემდეგი pid-ით, ჩემს შემთხვევაში ეს არის 2167, თქვენს შემთხვევაში კი აღნიშნული პროცესი გაშვებული იქნება სხვა pid-ით, ამიტომ იყავით ყურადღებით.
გავხსნათ ტერმინალი და პროცესის მოსაკლავად გავწეროთ ქვემოთ მოცემული ბრძანება
sudo kill -9 2167
შემდგომ ხელახლა განვაახლოთ snap-store
sudo snap refresh snap-store
როგორც ვხედავთ snap-store წარმატებით განახლდა და შეტყობინება მისი განახლების შესახებ გაქრა.