პროექტი Arch Linux ისტორია იწყება 2000 იანი წლების დასაწყისში, რომელიც შექმნილ იქნა კანადელი პროგრამისტი და გიტარისტის Judd Vinet მიერ.
მას სურდა წვლილი შეეტანა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის საზოგადოების განვითარებაში, რომელსაც თავად იყენებდა. მისი შთაგონების მთავარი წყარო გახდა FreeBSD-ზე დაფუძვნებული ორეპაციული სისტემები და ასევე Linux-ის სხვადასხვა დისტრიბუტივები.
მას ძალიან მოსწონდა ამ სისტემებში არსებული იდეები, თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, რადგან ამ ოპერაციულ სისტემებსა და დისტრიბუტივებში არ არსებობდა სრულფასოვანი პაკეტების მენეჯერები, გადაწყვიტა შეექმნა დამოუკიდებელი Linux-ის განაწილება. ამ იდეის განსახორციელებლად მან იხელმძღვანელა საკმაოდ პოპულარული წიგნით, რომლის სახელიცაა “Linux From scratch“. რის შედეგადაც დამოუკიდებელ Linux-სს დაარქვა Arch.
შემდგომ Judd-მა დაიწყო პაკეტების მენეჯერის შექმნა, რომელიც პირველად გამოქვეყნდა 2002 წლის 25 თებერვალს, დასახელებით pacman-ი შემოკლებული Package Manager-ისგან.
pacman-ი განსხვავებით DPKG-სა და RPM-სგან გამოირჩეოდა წარმოუდგენელი სიმარტივით, მინიმალისტობით და ასევე სისწრაფით.
Arch-ის პროგრამები ვრცელდება უბრალო არქივის სახით .tar გაფართოების ფაილებით. მათში განთავსებულია დაკომპილირებული ფაილები და სხვადასხვა დამატებითი კომპონენტები, როგორებიცაა ლოგოები, man page-ბი და ასე შემდეგ. pacman-ი ავტომატურად ამუშავებს პაკეტების ინსტალაციას მისი დამოკიდებულებებით, სხვა პაკეტების მენეჯერებთან შედარებით.
Arch-ი იყენებდა თავისუფალ პროგრამულ უზრუნველყოფას, თუმცა ის არ ზღუდავდა პროპრიეტარული პროგრამული უზრუნველყოფის ინსტალაციას. ამის გამო ის ვერ მოხვდა თავისუფალი პროგრამული უზრუნველყოფის ფონდში.
2007 წელს Judd-მა Arch-ზე ხელმძღვანელობა გადასცა Arran Grifin-ს. ხოლო მას შემდეგ, რაც Arran Grifin-მა გადაწყვიტა გადამდგარიყო მის მიერ დაკავებული თანამდებობიდან, ჩატარდა კენჭისყრა ახალი პროექტის ხელმძღვანელის ასარჩევად და 2020-ი წლის 24 თებერვალს გამოქვეყნდა კენჭისყრის შედეგები, რის შედეგადაც ოფიციალურად აირჩიეს Levente Polyak-ი.