დღევანდელ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ სიტყვა “ჰაკერი”-ს ისტორია თუ საიდან წარმოშვა ის, ვინ იყვნენ სინამდვილეში თავდაპირველად ჰაკერები და რამ განაპირობა ჰაკერების IT სფეროში დამკვიდრება.
სიტყვა “ჰაკერი” თავდაპირველად წარმოიშვა MIT-ში 1960-იან წლებში, კომპიუტერების ფართო გამოყენებამდე დიდი ხნით ადრე და აღნიშნავდა პრობლემის მარტივ, მაგრამ უხეშ გადაწყვეტას. ზოგადად სტუდენტების სახიფათო ხუმრობების ავტორებს ჰაკერებს უწოდებდნენ.
MIT: იკითხება როგორც “ემ-აი-ტი”
Massachusetts Institute of Technology – მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტი
კომპიუტერების გავრცელებამ გამოიწვია კერძოდ ის ფაქტი, რომ MIT-ის სტუდენტებს სთხოვდნენ გადაეხადათ პროგრამული პროდუქტების საფასური რათა ჰქონოდათ მათზე წვდომა. ამ ქმედებაში მოსწავლეებმა დაინახეს კლასობრივი საზოგადოების აგების მცდელობა მათი საგანმანათლებლო დაწესებულების მხრიდან. შედეგად კი, ამის თავიდან ასაცილებლად, ანუ შესაბამის პროდუქტებზე უფასო წვდომის უზრუნველსაყოფად, MIT-ში გამოჩნდნენ კომპიუტერული უსაფრთხოების სისტემების პირველი კრეკერები, რომლებსაც ასევე “ჰაკერები” შეარქვეს.
სიტყვა „to hack“-ის მნიშვნელობაა (გატეხვა, დაქუცმაცება), რაც გულისხმობდა საკუთარი ან სხვისი პროგრამული უზრუნველყოფის კოდში ცვლილების შეტანას მყისიერად. მათი მხრიდან სასარგებლო და ღირსეულ საქმედ ითვლებოდა ის, რომ პროგრამულ უზრუნველყოფაში აღმოჩენილი ხარვეზის შესახებ შეეტყობინებინათ მათი ავტორებისთვის და ასევე შეეთავაზებინათ კოდის ჩასწორების გზა, რომელსაც მოიხსენიებდნენ, როგორც “hack“-ს. თუმცა, ჰაკი ყოველთვის არ იყო გამიზნული შეცდომების გამოსწორებაზე მას შეეძლო შეეცვალა პროგრამის ქცევა მისი ავტორის ნების საწინააღმდეგოდ.
როდესაც დახურული კოდის ეპოქა დადგა, მრავალი პროგრამის წყაროს კოდები მიუწვდომელი გახდა რის შედეგადაც ჰაკერების პოზიტიური როლი ქრებოდა – დახურული კოდის გატეხვაზე დახარჯული უზარმაზარი დრო შეიძლება გამართლებულიყო მხოლოდ ძალიან ძლიერი მოტივაციით, როგორიცაა მაგალითად ფულის შოვნის სურვილი ან სკანდალური პოპულარობა. სწორედ ასეთი სკანდალური ინციდენტები გახდა იმის საფაუძველი, რომ დამკვიდრდა არასწორი წარმოდგენა ჰაკერებსა და ჰაკინგზე, როგორც საჯაროდ ასევე თავად ჰაკერთა საზოგადოებაში.