რა ფუნქცია აკისრია fstab-ს Linux-ში.
Linux-ში არსებობს მრავალი საკონფიგურაციო ფაილი, რომელიც მართავს სისტემაში მიმდინარე პროცესებს. fstab საკონფიგურაციო ფაილი გამოიყენება მყარი დისკების და გარე მოწყობილობების ავტომატიურად მონტირებისთვის (მონტაჟისთვის).
უფრო ზუსტად fstab არის ფაილური სისტემის ცხრილი, რომელსაც ბირთვი იყენებს ჩატვირთვის დროს ფაილური სისტემის დასამონტაჟებლად. მარტივად რომ ვთქვათ, თქვენ ქმნით ერთ ან მეტ დანაყოფს თქვენს მყარ დისკზე და თითოეული დანაყოფისთვის აკეთებთ ჩანაწერს fstab-ში, რომელიც წაიკითხება ბირთვის მიერ ჩატვირთვის დროს და ფაილური სისტემა ავტომატურად დამონტაჟდება.
FSTAB
ეს არის უბრალო ტექსტური ფაილი, და მასთან სამუშაოდ ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნებისმიერი ტექსტური რედაქტორი თუმცა, მასში ცვლილებების ჩასაწერად საჭიროა ვმოქმედებდეთ სუპერ მომხმარებლის პრივილეგიებით ან ვიყენებდეთ root მომხმარებელის ანგარიშს, რადგან fstab მდებარეობს /etc დირექტორიაში და ეკუთვნის root მომხმარებელს.
fstab ფაილის ჩანაწერების ნახვა შეგვიძლია შემდეგი ბრძანებით
cat /etc/fstab
თითოეულ სისტემას აქვს განსხვავებული ჩანაწერები დანაყოფისა და აპარატურის განსხვავებების გამო. თუმცა, ყველა fstab ფაილი იზიარებს ერთსა და იმავე ფუნდამენტურ სტრუქტურას.
fstab ფაილი შედგება ექვსი სვეტისაგან (სექციები).
• <file system> არის ბლოკის მოწყობილობა, რომელიც იყოფა განყოფილებებად და მასზე იქმნება ფაილური სისტემა.
• <mount point> არის ადგილი, სადაც ფაილური სისტემა დამონტაჟებულია თქვენს სისტემაზე.
• <type> ფაილური სისტემის ტიპი ეს შეიძლება იყოს (ext4, ext3, swap, xfs და ა.შ.).
• <options> განსაზღვრავს დამაგრების რომელი ვარიანტები იქნება გათვალისწინებული ფაილური სისტემის დამონტაჟებისას.
• <dump> ეს ვარიანტი განკუთვნილია სარეზერვო ასლისთვის, რომელსაც იყენებს dump utility. ნულის დაყენება ნიშნავს სარეზერვო ასლის გათიშვას, ხოლო ერთის დაყენება ნიშნავს სარეზერვო ასლის ჩართვას მითითებულ მოწყობილობაზე/მედიაზე.
• <pass> ფაილური სისტემის შემოწმება ჩატვირთვისას fsck უტილიტაში. თუ მნიშვნელობას ნულზე დააყენებთ ან ცარიელი დატოვებთ, ფაილური სისტემის შემოწმება გამორთული იქნება.
root ფაილური სისტემა ყოველთვის უნდა იყოს დაყენებული 1-ზე.
სხვა ფაილური სისტემებისთვის, შეგიძლიათ დააყენოთ მნიშვნელობა 2-ზე.
შენიშვნა: მოგიწოდებთ გამოიჩინოთ სიფრთხილე fstab თან მუშაობისას რადგან არ დააზიანოთ თქვენი ოპერაციული სისტემა.
ვიმედოვნებ, რომ ამ სტატიის მეშვეობით ზოგადი წარმოდგენა შეგექმნათ fstab ფაილზე.