ADB (Android Debug Bridge) არსი მრავალფუნქციონალური ბრძანების ხაზის ინსტრუმენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას დავუკვაშირდეთ ნებისმიერ Android მოწყობილობას.
მისი მეშვეობით შეგვიძლია დავაყენოთ ან წაშალოთ .APK გაფართოების ფაილები USB კავშირით. ასევე გვეძლევა საშუალება წავშალოთ ისეთი აპლიკაციები, რომლებიც სისტემეშია ინტეგრირებული, მაგალითად Google-ს სერვისები.
გარდა ამისა ამ ინსტურმენტით შეგვიძლია შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს Android მოწყობილობაში ისე როგორც მოგვესურვება. თუმცა აქვე ავღნიშანვ, რომ სრულუფლებიანი წვდომისთვის გვჭირდება დარუთული მოწყობილობა.
მისი მეშვეობით შეგვიძლია გადავწეროთ, განვაახლოთ ჩვენი SmartPhone-ის ოპერაციული სისტემა.
მათ ვისაც გაქვთ Android-ის მოწყობილობები გირჩევთ ყიდვისთანავე გააქტიუროთ ADB.
ვინაიდან ხშირად ხდება შემთხვევა, როდესაც ეკრანი ფუჭდება, არ გვიჩვენებს გამოსახულებას ან სენსორი არ რეაგირებს. მაშინ როდესაც ჩართული გაქვთ ADB გეძლევათ საუშალება სხვა მოწყობილობების მეშვეობით შეინახოთ თქვენი პერსონალური მონაცემები და არ დაკარგოთ ისინი.
მისი გამოყენება ხელსაყრელია მაშინაც თუ კი ჩვენ ვერ ვახერხებთ ქარხნულ პარამეტრების აღდგენას ანუ Hard Reset-ს.
ADB ხელმისაწვდომია:
- Windows
- Linux
- Mac os
ოპერაციულ სისტემებზე.