მოგესალმებით მეგობრებო,
ამ სტატიაში მინდა გაჩვენოთ Kali NetHunter-ის ინსტალაციის მეთოდი Termux-ის გარემოში.
ყურადღება !!!
სტატიის ავტორი პასუხს არ აგებს თქვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
სტატიას ატარებს მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათს.
ნაბიჯი პირველი
დავიწყებ იქედან, რომ Termux-ი ჩამოტვირთული Google-ს ოფიციალური მარკეტიდან “Play Store-დან” არის საკმაოდ მოძველებული და არ მუშაობს გამართულად.
Termux-ის მომხმარებლები შეხვდებოდით შემდეგ შეცდომას.
როგორც უკვე ავღნიშნე, ეს პრობლემა გამოწვეულია Termux-ის ძველი ვერსიისა და Repository-ების შეუთავსებლობაში.
ხოლო პრობლემის გადასაჭრელად დაგჭირდებათ Play Store-ს ალტერნატიული ღია კოდის აპლიკაციების მარკეტი, სახელად F-Droid-ი.
F-Droid-ის ჩამოტვირთვა და დაყენება შეგიძლიათ აქედან.
აპლიკაცის დაყენების შემდგომ, საჭიროა გახსნათ ის და დაელოდოთ Repository-ების ჩამოტვირთვას. რის შემდგომაც საჭიროა გაანახლოთ F-Droid და მხოლოდ ამის შემდგომ ჩამოტვირთოთ Termux-ი.
როდესაც Termux-ის ინსტალაცია წარმატებით დასრულდება გახსენით ის და გაწერეთ შემდეგი ბრძანებები:
პაკეტების სიების გასანახლებლად
apt update
პაკეტების გასანახლებლად
apt upgrade
Termux-ში დასმულ კითხვებზე, ვცემთ პასუხს დიდი ლათინური N ასოს შეყვანით.
მომხმარებლის ფოლდერებზე Termux-ის მეშვეობით წვდომის მისაღებად
termux-setup-storage
შემდგომ Termux-ში ls ბრძანების გამოყენებით თქვენ იხილავთ დირექტორიას სახელად storage-ს. რომელშიც განთავსებულია symlink-ების სახით DCIM, DOWNLOADS, MOVIES, MUSIC, PICTURES და SHARED დირექტორიები რაც საკმაოდ პრაქტიკულია.
ასევე დაგჭირდებათ მინიმალური უტილიტები Termux-თან სამუშაოდ.
apt install wget curl openssh
თუ როგორ გამართოთ openssh სერვერი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ფინალური ნაბიჯი
Kali NetHunter-ის დასაყენებლად დაგჭირდებათ ჩამოტვირთოთ სკრიპტი რომელიც დაგეხმარებათ მის ინსტალაციაში.
wget -O install-nethunter-termux https://offs.ec/2MceZWr
არ დაგავიწყდეთ მიანიჭოთ გაშვების უფლება სკრიპტს.
chmod +x install-nethunter-termux
ნუ იჩქარებთ და გაუშვებთ სკრიპტს, რადგან ის იწერს NetHunter-ის დაზიანებულ არქივს. ამ პრობლემის გადაჭრისთვის გირჩევთ გადმოწეროთ ის პირდაპირი ბმულის დახმარებით, მობილური ბრაუზერის გამოყენებით. ფაილის მოცულობა გახლავთ 1.5 Gb.
არქივის სრულყოფილად ჩამოტვირთვის შემდგომ, გადაინაცვლეთ Downloads დირექტორიაში და გადაიტანეთ არქივი Termux-ის საწყის დირექტორიაში:
cd storage/downloads && mv kalifs-arm64-full.tar.xz ~
ახლა კი შეგიძლიათ გაუშვათ სკრიპტი თუმცა იყავით ყურადღებით კითხვაზე “Existing image file found. Delete and download a new one ?” უპასუხეთ ლათინური N ასოთი.
წინაამღდეგ შემთხვევაში, სკრიპტი წაშლის თქვენს მიერ გადმოწერილ არქივს.
ინსტალაციის ხანგრძლივობა 30-წუთიდან ერთ საათამდე ვარირებს ყველაფერი დამოკიდებულია თქვენი სმართფონის სიმძლავრეზე.
თავისუფალი ფართის მოთხოვნაა 10 Gb თუმცა სასურველია მეტი თუ არ გსურთ, რომ თქვენმა სმართფონმა დაიწყოს შეფერხებით ფუნქციონირება.