დღეს გავეცნობით თუ როგორ ხდება ადამიანის მიერ დაწერილი კოდის, მანქანურ ენაზე წაკითხვა და შესაბამისი ბრძანებების შესრულება.
ადამიანის მიერ დაწერილი კოდი
ჯერ განვიხილოთ რა არის კოდი რომელსაც ადამიანი წერს. ეს არის ადამიანის გასაგებ ენაზე დაწერილი კომპიუტერის ინსტრუქციების/ბრძანებების ერთობლიობა. პროგრამირების ენებიც სწორად ამაში გვეხმარებიან.
კომპიუტერული პროგრამა
განვიხილოთ თუ რა არის პროგრამა, პროგრამა არის ადამაინის მიერ დაწერილი კოდის საბოლოო სახე. პროგრამის შიგთავსი განსხვავდება ადამიანის მიერ დაწერილი კოდის შიგთავსისგან, განსხვავება ის არის რომ კომპიუტერმა არ იცის როგორ უნდა შეასრულოს ბრძანებები ადამიანის მიერ დაწერილი კოდის მეშვეობით, რადგან ეს ყველაფერი ჩვეულებრივი ტექსტის ექვივალენტია. ხოლო კომპიუტერის გასაგებ ენაზე დაწერილი პროგრამა არის ორობითი (ბინარული) კოდი, ნაგულისხმევია 1 ების და 0 ების ერთობლიობა, მას შეუძლია წაიკითხოს ეს 1 ების და 0 ების კომბინაციები და შეასრულოს შესაბამისი ბრძანებები.
კოდის კომპიუტერულ პროგრამად გადარქმნა
გაგიჩნდებათ კითხვა: მაშინ როგორ ხდება ადამიანის მიერ დაწერილი კოდის, პროგრამად გარდაქმნა ანუ კომპილირება?!
პასუხი მარტივია: კომპილატორის მეშვეობით.
რა… კიდევ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რა არის კომპილატორი?
კომპილატორი არის იგივე პროგრამა/ხელსაწყო, რომელსაც მაგიის გამოყენებით 😛 😉
ადამიანის მიერ პროგრამირების ენაზე დაწერილი კოდი, გადაჰყავს კომპიუტერისთვის გასაგებ ბინარულ კოდში.
დაკომპილირება და გაშვება
შევქმნათ სატესტო დირექტორია და გადავინაცვლოთ მასში
mkdir test && cd test/
შევქმნათ სატესტო C ფაილი რომელშიც მოვათავსებთ ჩვენ მიერ დაწერილ კოდს.
touch file.c
გავხსნათ ჩვენთვის სასურველი ედიტორით და დავწეროთ
უბრალოდ პატარა სატესტო კოდი რომელიც ტერმინალში დაგვიბეჭდავს: “Hello, World!” – ს.
#include <stdio.h>
int main()
{
printf("Hello, World!");
return 0;
}
იმისათვის, რომ ჩვენს მიერ დაწერილმა პროგრამამ იმუშაოს დაგვჭირდება C პროგრამული ენის
კომპილატორი gcc, რომელიც საწყისად არ არის დაყენებული ubuntu 20.04-ში.
ამიტომ საჭიროა დავაყენოთ gcc კომპილატორი:
sudo apt install gcc -y
კოდის დასაკომპილირებლად გამოვიძახოთ gcc კომპილატორი და პარამეტრად გადავცეთ ჩვენი ფაილის სახელი
gcc file.c
კომპილაციის დასრულებისას, ჩვენ მიმდინარე დირექტორიაში დავინახავთ ფაილს სახელად a.out ის უკვე არის მანქანის გასაგებ ენაზე დაკომპილირებული პროგრამა რომელიც მზად არის გასაშვებად.
პროგრამის გასაშვებად Terminal-ში დაწერეთ:
./a.out