ჩამტვირთავი Boot Loader-ი, არის პატარა პროგრამა, რომელიც პასუხისმგებელია Windows-ის ოპერაციული სისტემის ჩატვირთვაზე.
ხოლო იმ შემთხვევაში თუ გამოვიყენებთ GNU/Linux-ის ოპერაციულ სისტემას მასში ნაგულისხმევი ჩამტვირთავი არის GRUB.
GRUB ჩამტვირთავს ასევე შეუძლია ჩატვირთოს Windows Boot Loader-ი, თუმცა იგივე არ შეუძლია Windows Boot Loader-ს.
ჩატვირთვის პროცესი შეიძლება ჩაითვალოს წარმატებით დასრულებულად, როდესაც კომპიუტერი მზად არის გამოსაყენებლად და ოპერაციულ სისტემას შეუძლია გაუშვას სისტემის პროგრამები ან აპლიკაციური პროგრამები.
ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენს მიერ განხორციელებული ოპერაციების შედეგად ზიანდება Boot Loader და საჭიროა მისი აღდგენა.
ყურადღება !!!
სტატიის ავტორი პასუხს არ აგებს თქვენს მიერ განხორციელებულ ქმედებებზე.
სტატიას ატარებს მხოლოდ საგანმანათლებლო ხასიათს.
როგორ აღვადგინოთ Boot Loader?
Boot Loader-ის აღსადგენად დაგვჭირდება კომპიუტერში მოვათავსოთ windows-ის საინსტალაციო USB მოწყობილობა ან CD დისკი და გადავტვირთოთ კომპიუტერი,
გადატვირთვის შემდეგ გაეშვება Windows-ის საინსტალაციო პროგრამა.
მიყევით დაბლა მოცემულ ინსტრუქციას:
ვაწვებით Next ღილაკს
შემდგომ ვირჩევთ Repair you computer-ს
შემდეგ ვირჩევთ: Troubleshot
ვხსნით Command Promt-ს
და შეგვყავს დაბლამოცემული ბრძანება
BootRec.exe /fixmbr
გამოვიდეთ Command Promt-დან და გავთიშოთ კომპიუტერი.
ამოვიღოთ მასში მოთავსებული CD დისკი ან USB შემთხვევაში, დაერთებული მოწყობილობა.
კომპიუტერის ხელახლა ჩართვის შემდეგ ჩვენ დავინახავთ, რომ ჩვენი Windows ოპერაციული სისტემა წარმატებით ჩაიტვირთება.