მოგესლამებით მეგობრებო,
ამ სტატიაში მინდა გაგაცნოთ Gnu/Linux-ის საკმაოდ ცნობილი ტექსტური ედიტორი, რომლის სახელიცაა vim-ი.
Vim-ის პირველი გამოშვება შედგა 1991 წლის 2 ნოემბერს, რომელიც ვრცელდება GPL-ის ლიცენზიით.
Vim-ი დაწერილია C-ენასა და Vim script-ზე, ხოლო მისი დაყენება შესაძლებელია ისეთ ოპერაციულ სისტემებზე რომლებიცაა:
- Amiga
- Linux
- Mac OS X
- Windows
- OpenVMS
- OS/2
- Unix
ინტერფეისის ენები კი გახლავთ:
- ინგლისური
- ესპანური
- იტალიური
- ჩინური
- გერმანული
- პოლონური
- რუსული
- ფრანგული
- იაპონური
- სპარსული
რატომ Vim-ი?
როგორც უკვე ავღნიშნე Vim-ი საკმაოდ გავრცელებადი და ცნობილი ტექსტური ედიტორია Unix-მსგავს ოპერაციულ სისტემებში და არა მარტო…
მან პოპულარობა მოიპოვა IT სპეცალისტების მიერ როგორებიც გახლავთ Web დეველოპერები, სისტემური ადმინისტრატორები, პროგრამისტები და სხვა…
რადგან ის საკმაოდ პრაქტიკული მოქნილი და სწრაფია. სხვა ტექსტურ ედიტორებთან შედარებით vim-ს შეუძლია გახსნას დიდი ზომის ტექსტური ფაილები საკმაოდ სწრაფად.
Vim-ის სამი რეჟიმი
იმისათვის რომ შეძლოთ Vim-ში სრულფასოვნად მუშაობა უნდა იცოდეთ, რომ არსებობს სამი ძირითადი რეჟიმი რომელთანაც ხშირად მოგიწევთ მუშაობა.
Vim-ის ცხელი ღილაკები
ნავიგაცია
h | კურსორი გადაინაცვლებს მარცხნივ. |
j | კურსორი გადაინაცვლებს დაბლა. |
k | კურსორი გადაინაცვლებს მაღლა. |
l | კურსორი გადაინაცვლებს მარჯვნივ. |
w | კურსორი გადაინაცლებს მომდევნო სისტყვის დასაწყისში. |
e | კურსორი გადაინაცვლებს მომდევნო სიტყვის ბოლოს. |
b | კურსორი გადაინაცვლებს წინა სიტყვის დასაწყისში. |
^ | კურსორი გადაინაცვლებს სტრიქონის დასაწყისში. |
$ | კურსორი გადაინაცვლებს სტრიქონის ბოლოში. |
ტექსტზე ზემოქმედება
dd | მთლიანი ხაზის წაშლა ან ამოჭრა. |
3dd | მომდევნო სამი ხაზის წაშლა ან ამოჭრა. |
d3w | მომდევნო სამი სიტყვის წაშლა ან ამოჭრა. |
d4h | წაშლის 4 მარცხნივ მდგომ სიმბოლოს. |
yy | ხაზის / სტიქონის დაკოპირება. |
p | ჩასვამს დაკოპირებულ ან ამოჭრილ (ხაზს, სიტყვას, სიმბოლოს….) |
gg | გადაინაცვლებს ტექსტური ფაილის დასაწყისში. |
G | გადაინაცვლებს ტექსტური ფაილის ბოლოში ( SHIFT + G ) |
dw | წაშლის / ამოჭრის წინმდგომ სისტყვას. |
2dw | წაშლის / ამოჭრის ორ წინმდგომ სიტყვას. |
x | წაშლის იმ სიმბოლოს რომელზეც განთავსებულია კურსორი. |
u | დაბრუნება (წინა ქმედების დაბრუნება, გამოიყენება Ctrl +Z ნაცვლად) |
4u | დააბურნებს ბოლო 4 ქმედებას. |
D | წაშლის სტრიქონს კურსორის შემდეგ. |
4w D | გადაინაცვლებს 4 სიტყვით და წაშლის კურსორის შემდგომ სტრიქონს. |
yw | აკოპირებს სიტყვას რომელზეც იმყოფება კურსორი. |
shift ~ | ცვლის ასოს ან სიტყვის რესსტრს. |
o | ჩასვამს ცარიელ ხაზს კურსორის შემდეგ და გადაინაცვლებს წერის რეჟიმში. |
O | ჩასვამს ცარიელ ხაზს კურსორამდე და გადაინაცვლებს წერის რეჟიმში. |
cw | სიტყვის ჩანაცვლება. |
ტექსტურ ფაილზე ზემოქმედება
:q | ტექსტური ფაილიდან გამოსვლა. |
:q! | ტექსტური ფაილიდან გამოსვლა შენახვის გარეშე. |
:w | შენახვა. |
:wq | შენახვა და გამოსვლა (w = write / q = quit) |
: x | შენახვა და გამოსვლა. |
/რაიმე_სიტყვა | სიტყვის ძიება. |
n | ეძებს მომდევნო სიტყვას. |
N | ეძებს წინა სიტყვას. |
:set number ან :set nu | რთავს სტრიქონების დანომრვას. |
:set nonumber ან :set nonu | თიშავს სტრიქონების დანომრვას. |