მომხმარებლები, რომლებიც გადადიან GNU/Linux-ის ოპერაციულ სისტემაზე გამოიყენებენ MS Office-ს ალტერნატიულ ვარიანტებს. ერთერთი ასეთი საკმაოდ გავრცელებული ალტერნატიული ვარიანტია LibreOffice.
რადგან MS Office მომხმარებლები მიჩვეულნი არიან მის გარემოს, ურთულდებათ LibreOffice-თან ადაპტირება და მასში ნავიგაცია.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენ შეგვიძლია მისი სამუშაო გარემო მარტივად მივამსგავსოთ ყველასთვის ცნობილ MS Office-ს გარემოს.
ამისათვის კი საჭიროა გაფართოებების მენეჯერში “Tools > Extantion Managers” დავამატოთ ICON-ების თემა და შემდგომ გადავტვირთოთ ოფისი.
როდესაც ოფისი ხელახლა ჩაიტვირთება გადავიდეთ tools მენიუში და გამოსახულების სტილებში მივუთითოთ Office2013.
tools > Options > Viewe > icon styles > Office2013
ამის შემდეგ ვინაცვლებთ View მენიუში და User Interface -ში მოცემული ვარიანტებიდან ვირჩევთ ჩვენთვის სასურველს.