ნებისმიერ ოპერაციულ სისტემაში მუშაობისას, ინფორმაციის დაკარგვისგან თავის ასარიდებლად სასურველია შევინახოთ რეზერვული ასლები.
ამ სტატიაში მინდა გესაუბროთ და გაჩვენოთ ერთერთი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც Linux-ის ოპერაციულ სისტემებში შეძლებთ შექმნათ თქვენი პერსონალური მონაცემების ასლი და შეინახოთ ის ლოკალურ, სერვერულ ან ღრუბლოვან საცავზე.
ეს შეგიძლიათ გააკეთოთ პროგრამა “Deja-Dup”-ის მეშვეობით.
სხვა Backup პროგრამებთან შედარებით, ის მარტივი და მეგობრული გარემოთი გამოირჩევა.
მასში ნავიგაცია ძალიან მარტივია უბრალო მომხმარებელთათვისაც კი, რომლებიც ახლახანს გადავიდნენ Linux-ის რომელიმე დისტრიბუტივზე.
საწყის ეტაპზე საჭიროა დავაინსტალიროთ პროგრამა, თუმცა Ubuntus 16.04 ვერსიასა და სხვა ახალ დისტრიბუტივებში ის ჩაშენებულია.
Deja-dup-ის ინსტალაციისთვის Terminal-ის ემულატორში შეიყვანეთ დაბლა მოცემული ბრძანება:
sudo apt install deja-dup -y
განვიხილოთ პროგრამის მუშაობის პრინციპი:
იმისათვის, რომ ასლების შექმნა ხორციელდებოდეს ავტომატიურად გავააქტიუროთ სურათზე მონიშნული ღილაკი:
შემდგომ ვაწვებით პლიუსის ნიშანს და ვირჩევთ სასურველ დირექტორიებს
(რამოდენიმე დირექტორიის ასარჩევად ვაწვებით ctrl ღილაკს და მაუსის მეშვეობით ვირჩევთ სასურველ დირექტორიებს):
შემდეგ ვირჩევთ იმ ფოლდერებს, რომლის შენახვაც არ გვსურს. მაგალითად, თუ თქვენ გსურთ შეინახოთ მთლიანდა Document საქაღალდე და მასში არსებობს სხვა საქაღალდე შეგიძლიათ დაამატოთ ის Folder to ignore სიაში იმისათვის, რომ მისი რეზერვული ასლი არ შეიქმნას:
Storage location-ში აირჩიეთ სასურველი შენახვის მეთოდი:
აირჩიეთ თქვენთვის სასრურველი პერიოდი რეზერვული ასლის შესაქმნელად. აირჩიეთ რამდენი ხანი გსურთ რომ შეინახოთ თქვენს მიერ არჩეული რეზერვული ასლები.
ამის შემდგომ ბრუნდებით Overview-ში და ვაწვებით Restore… ღილაკს და ველოდებით რეზერვული ასლის შექმნის წარმატებით დასრულებას.