WSL — Windows subsystem for Linux არის windows-ისთვის განკუთვნილი ქვე სისტემა, რომელიც საშუალებას აძლევს დეველოპერებს იმუშაონ Linux-ის გარემოში Dual boot-ის და ვირტუალური მანქანის დაყენების გარეშე.
ასევე WSL-ი შეიძლება იყო საინტერესო და გამოსადეგი უბრალო მომხმარებელთათვის, ვისაც სურს ლინუქსის შესწავლა ან მათვის ვისაც არ აქვს სურვილი შეიცვალოს ოპერაციული სისტემა და საბოლოოდ გადავიდეს Linux-ის რომელიმე დისტრიბუტივზე.
WSL-ის მეშვეობით თქვენ გეძლევათ საშუალება ქვემოთ ჩამოთვლილთაგან დააყენოთ თქვენთვის სასურველი დისტრიბუტივი:
- Ubuntu
- Debian
- Kali Linux
- OpenSUSE
- Alipne Linux
ასევე თქვენ გეძლევათ საშუალება აწარმოოთ ბრძანებათა ხაზის ისეთი ინსტრუმენტები როგორიცაა:
- grep
- sed
- awk
რომლებსაც შეუძლიათ ტექსტურ ფაილებთან მუშაობა.
პროგრამები და სკრიპტები:
თქვენ შეგიძლიათ გაუშვათ Bash shell სკრიპტები და GNU/Linux ბრძანების ხაზის პროგრამები.
გამოვიყენოთ ისეთი ინსტრუმენტები როგორიცაა:
- tmux
- emacs
- vim
კომფორტულად იმუშაოთ პროგრამირების ისეთ ენებთან როგორიცაა:
- NodeJS
- Javascript
- Python
- Ruby
- C/C++
- C# / F#
- Rust
- GO და ….
ისარგებლოთ ქვემოთ ჩამოთვილი სერვისებით:
- SSHD
- Mysql
- apache
- lighttpd
- mongoDB
- postgreSQL
ამასთან, WSL– ს Debian-ზე დაფუძვნებული დისტრიბუტივებისთვის მოყვება პროგრამული პაკეტის ინსტრუმენტები apt და dpkg , რაც გვაძლევს Linux-ის ათასობით ბრძანებათა ხაზის პროგრამებს.
მათ შეუძლიათ იმოქმედონ Windows- ის ტრადიციული პროგრამების გვერდიგვერდ, Windows ფაილურ სისტემაზე ბუნებრივი წვდომით. სინამდვილეში, WSL-ი Linux-ის ინსტრუმენტებს Windows– ის ნაწილად აქცევს.
შევუდგეთ ინსტალაციის პროცესს:
გავხსნათ Run-ი და გავწეროთ:
appwiz.cpl
გაიხსნება შემდეგი ფანჯარა
მოვნიშნოთ Windows Subsystem for Linux:
რის შემდგომაც სისტემა მგთხოვთ გადატვირთვას რაზეც ვეთანხმებით:
გადატვირთვის შემდგომ გახსენით Microsoft store და გადმოწერეთ თქვენთვის სასურველი დისტრიბუტივი:
start menu-ში ან საძიებო სტრიქონში მოიძიეთ დაყენებული დისტრიბუტივი და გაუშვით ის:
რის შემდგომ იხილავთ შემდეგ სქრინს ინსტალაციის პროცესი ხანგრძლივობა დამოკიდებულია თქვენი კომპიუტერის მონაცემებზე:
შემდგომ WSL-ი მოგთხოვთ შექმნათ ანგარიში:
ინსტალაცია წარმატებით დასრულდა 😉
რატომ უნდა ვისარგებლო ასე?
და რატომ არ უნდა ისწავლო როცა შეგიძლია ?
აქ არის ნაჩვენები შესაძლებლობა,
ისარგებლებთ თუ არა ეს უკვე თქვენი პირადი არჩევანია, რომელშიც რათქმაუნდა ვერავინ შეგზღუდავთ.