shutdown poweroff reboot ბრძანებების გამოყენება კომპიუტერის გადასატვირთად და გასათიშად.
ამ პატარა სტატიაში მინდა განვიხილოთ თუ რა განსხვავებებია (poweroff, reboot და shutdown) ბრძანებებს შორის.
მოდით განვიხილოთ shutdown ბრძანება, რადგან ის ყველაზე პოპულარული და ხშირად გამოყენებადია.
მისი მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია განვახორციელოთ ისეთი ქმედებები, როგორებიცაა სისტემის გამორთვა, გადატვირთვა დროის მითითებით.
ეს ბრძანება სისტემურ ადმინისტრატორებს აძლევს საშუალებას, გაუგზავნონ შეტყობინება გამორთვის ან და გადატვირთვის შესახებ, სისტემაში მყოფ მომხმარებლებს.
მაგალითი:
shutdown [OPTIONS...] [TIME] [WALL...]
ნებისმიერი shutdown-ის ბრძანება, რომელსაც არ მიუთითებთ დროს, საწყისად გულისხმობს 1 წუთს.
მყისიერი გამორთვა:
# გათიშავს კომპიუტერს დაუყოვნებლივ.
shutdown -h now
# ან #
shutdown now
გამორთვა დროის მითითებით:
# კომპიუტერი გაითიშება 5 წუთში.
shutdown +5
# ან #
shutdown -h +5
# გამორთავს კომპიუტერს თქვენს მიერ მითითებულ დროს.
shutdown -h 20:30
# ან #
shutdown 20:30
გამორთავს და გაუგზავნის შეტყობინებას ყველა დაერთებულ მომხმარებელს:
# კომპიუტერი გამორითვება 10 წუთში და ყველა დაერთებულ მომხმარებელს გაუგზავნის შეტყობინებას "კომპიუტერი გამორითვება 10 წუთში"
shutdown +10 "კომპიუტერი გამორითვება 10 წუთში"
# ან #
shutdown -h +10 "კომპიუტერი გამორითვება 10 წუთში"
# შეწყვიტავს გათიშვის პროცესს და გაუგზავნის default შეტყობინებას ამის შესახებ.
shutdown -c
# შეწყვიტავს გათიშვის პროცესს და გაუგზავნის თქვენს მიერ მითითებულ შეტყობინებას.
shutdown -c "გადავიფიქრე და აღარ ვთიშავ სერვერს :)"
# წყვეტს გათიშვის პროცესს და არაფერს გზავნის შეტყობინების სახით.
shutdown -c --no-wall
ხოლო poweroff და reboot ბრძანება საწყისად გულისხმობს მყისიერ ქმედებას და არცერთს არ შეუძლია დროის მითითებით მოქმედება.
სტანდარტულად poweroff ბრძანება განკუთვნილია სისტემის გამორთვისთვის, ხოლო reboot ბრძანება სისტემის გადასატვირთად, თუმცა ორივეს შეუძლია პარამეტრების დახმარებით გამორთოს ან გადატვირთოს კომპიუტერი.
reboot ოფციები:
reboot [OPTIONS...] [ARG]
Reboot the system.
Options:
--help Show this help
--halt Halt the machine
-p --poweroff Switch off the machine
--reboot Reboot the machine
-f --force Force immediate halt/power-off/reboot
-w --wtmp-only Don't halt/power-off/reboot, just write wtmp record
-d --no-wtmp Don't write wtmp record
--no-wall Don't send wall message before halt/power-off/reboot
See the halt(8) man page for details.
poweroff ოფციები:
poweroff [OPTIONS...]
Power off the system.
Options:
--help Show this help
--halt Halt the machine
-p --poweroff Switch off the machine
--reboot Reboot the machine
-f --force Force immediate halt/power-off/reboot
-w --wtmp-only Don't halt/power-off/reboot, just write wtmp record
-d --no-wtmp Don't write wtmp record
--no-wall Don't send wall message before halt/power-off/reboot
See the halt(8) man page for details.
init 0 = poweroff
init 6 = reboot
👍