როგორც სტატიის დასათაურებიდან ჩანს, განვიხილავთ რელაციური მონაცემთა ბაზის ინსტალაციას, ჩვენს სერვერზე.
მონაცემთა ბაზა (DataBase)
ელექტრონული ინფორმაციის მართვის სისტემა. მისი მთავარი დანიშნულებაა ინფორმაციის დაცულად შენახვა და მომხმარებლისთვის სათანადო ფორმით მიწოდება. სისტემა შედგება ორი ნაწილისაგან: მონაცემთა ბაზის სამართავი პროგრამისა (DBMS – Database management system) და თვითონ ინფორმაციისგან. სამართავი პროგრამის დანიშნულებაა ინფორმაციის შენახვა, ორგანიზება, მართვა და გადმოცემა.
Mariadb-ს სისტემური მოთხოვნები:
პროცესორი: 1200MHz
ოპერატიული მეხსიერება 256 mb ან მეტი
თავისუფალი ფართი დისკზე: 700mb
არქიტექტურა: x32/x64 ან x86 ბიტიანი
ოპერაციული სისტემები: Windows 8/10 და Gnu/Linux დისტრიბუტივებზე
იმისათვის რომ დავაყენოთ Mariadb:
sudo apt install -y mariadb-server
შევამოწმოთ სტატუსი:
sudo systemctl status mariadb.service
# იმისათვის რომ სერვერი გავუშვათ ერთჯერადად.
sudo systemctl start mariadb.service
# იმისათვის რომ Mariadb-მ გაიშვას სისტემის ჩართვის თანავე.
sudo systemctl enable mariadb.service
ჩამოვყაროთ საწყისი პარამეტრები:
sudo mysql_secure_installation
Enter current password for root (enter for none): Enter
Set root password? [Y/n]
New password:
Re-enter new password:
Password updated successfully!
Remove anonymous users? [Y/n] Y
Disallow root login remotely? [Y/n] Y
Remove test database and access to it [Y/n] Y
Reload privilege tables now? [Y/n] Y