Tor (The Onion Router) უფასო და ღია პროგრამული უზრუნველყოფა, ეს არის მარიონეტული სერვერის სისტემა, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაამყაროთ ანონიმურ ქსელთან კავშირი, ასეთი კავშირი დაცული იქნება მოსმენებისგან. იგი განიხილება, როგორც ანონიმური ვირტუალური გვირაბის ქსელი, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაშიფრულ გადაცემას.
Tor-ის მეშვეობით გეძლევათ საშუალება დარჩეთ ანონიმური ვირტუალურ სივრცეში. თუმცა მე მას ბოლომდე არ ვენდობოდი დღევანდელ რეალობაში, რადგან ტექნოლოგიები და მეთოდები უფრო დახვეწილია. მაგალითად Tor Browser-ის ფანჯრის FullScreen-ზე გაშლამ შეიძლება გამოიწვიოს დეანონიმიზაცია.
ვიდრე გამოიყენებთ Tor Browser-ს გირჩევთ, დეტალურათ მოიძიოთ ინფორმაცია მის შესახებ და გაეცნოთ მის მცირე ასპექტებს. ბევრი თვლის, რომ მისი დაყენების შემდგომ არიან სრულიად ანონიმურნი, თუმცა ეს მათი დიდი შეცდომაა.
ამ სტატიაში განხილული იქნება მხოლოდ Tor ProxyCahin-ის ინსტალაცია და ავომატიზირება. ბევრი Tor-ს შეცდომით Tor Browser-ს უწოდებს სინამდვილეში კი Tor-ი გაერთიანებული მარიონეტული სერვერების ქსელია.
თვალსაჩინოებისთვის ვნახოთ Tor-ის (Tor ProxyChain) მუშაობის პრინციპი დაბლა მოცემულ სურათზე:
შევუდგეთ ინსტალაციის პროცესს.
გავხსნათ Terminal-ის ემულატორი და შევიყვანოთ დაბლა მოცემული ბრძანებები:
sudo apt install tor
სტატუსის შემოწმება:
sudo systemctl status tor.service
ერთჯერადი გაშვება:
sudo systemctl start tor.service
ავტოსტარტში დამატება:
sudo systemctl enable tor.service
ავტოსტარტიდან გათიშვა:
sudo systemctl disable tor.service
იმისათვის, რომ შევძლოთ ჩვენი IP მისამართის შეცვლა დაგვჭრიდება სკრიპტის დაკლონვა, რომელიც განთავსებულია github-ზე.
ნებისმიერი git პროექტის კლონირებისთვის საჭიროა უტილიტა სახელად git-ი.
git-ის ინსტალაცია:
sudo apt install git
პროექტის კლონირება:
git clone https://github.com/ruped24/toriptables2.git
გადავინაცვლოთ პროექტის დირექტორიაში:
cd toriptables2
იმისათვის, რომ Terminal-ის ემულატორით შევძლოთ სკრიპტის გაშვება, გადავიტანოთ მისი ასლი /usr/local/bin დირექტორიაში:
sudo cp toriptables2.py /usr/local/bin/toriptables
toriptables2-ის გამოყენება
ოფციების სანახავად:
toriptables -h
გასაშვებად:
toriptables -l
გასათიშად:
toriptables -f
გადასატვირთად:
toriptables -r
IP მისამართის გასაგებად:
toriptables -i
toriptables2-ით მუშაობის გასამარტივებლად დავუნიშნოთ alias-ები.
თუ რა არის და როგო დავნიშნოთ alias-ები შეგიძლიათ იხილოთ სტატიაში.
ჩემთვის სასურველი alias-ებია (თქვენთვისი შეიძლება იყოს განსხვავებული):
alias torhup='sudo toriptables -r'
alias toroff='sudo toriptables -f && sudo service tor stop'
alias toron='sudo service tor start && sudo toriptables -l'
alias torstatus='sudo toriptables -i'
ავტომატიზირება:
იმისათვის, რომ ჩვენი IP მისამართი იცვლებოდეს ყოველ 5 წუთში, დავამატოთ ის crontab-ში.
*/5 * * * * /usr/local/bin/toriptables -r