Kali LInux-ის შექმნის ისტორია
Kali Linux (თავდაპირველად ცნობილი, როგორც BackTrack Linux) არის ღია, Debian–ზე დაფუძნებული Linux დისტრიბუტივი, BackTrack-ის პირველი ვერსია 2006 წელს გამოქვეყნდა, იგი აერთიანებდა რამდენიმე პროექტს, რომელთა ძირითადი მიზანი იყო ქსელებსა და სისტემებში შეღწევადობის ტესტირება. დისტრიბუტივი განკუთვნილი იყო LiveCD-ით გამოყენებისათვის.
2012 წელს, BackTrack-ის განვითარება შეჩერდა, და მის ნაცვლად დაიწყო Kali Linux-ის განვითარება, რომელშიც გამოყენებულია BackTrack ყველა უპირატესობა და ყველა პროგრამული უზრუნველყოფა.
ეს იყო ორი პროექტის შერწყმის შედეგი: Whax და Auditor Security Collection, პროექტი შექმნეს, მატი აჰარონიმ და მაქს მოსერმა. მოგვიანებით მათ გუნდს მესამე მთავარი დეველოპერი, რაფაელ ჰერცოგი შეუერთდა, როგორც Debian-ის ექსპერტი.აღნიშნული პროექტი ეკუთვნის Offensive Security-ის.
ამ პროექტის პირველი ვერსია გამოქვეყნდა 2013 წლის დასაწყისში და დასახელდა Kali Linux 1.0.0-ით. ეს იყო ბოლო BackTrack პროექტის გაგრძელება, ერთადერთი განსხვავება იყო ის რომ, Kali Linux დაიწყო Debian სტაბილური კერნელის საფუძველზე, ხოლო მისი წინამორბედი Knoppix-ზე იყო დაფუძნებული.
ახლა დისტრიბუტივი სტაბილურად ვითარდება და დეველოპერები მიზნად ისახავენ შეცდომების კორექტირებას და ინსტრუმენტთა გაფართოებას.
Kali Linux არის სპეციალიზებული დისტრიბუტივი, რათა გადაჭრას კონკრეტული ამოცანები.
მასში ჩაშენებულია 600-ზე მეტი შეღწევადობის ტესტირების პროგრამა მათ შორის:
- Nmap (პორტის სკანერი)
- Wireshark (ქსელის ტრაფიკის ანალიზი)
- John the Ripper (პაროლის შემტევი)
- Aircrack-ng (უკაბელო ქსელებში უსაფრთხოების ტესტების პროგრამული უზრუნველყოფა)
- OWASP ZAP (web– პროგრამების უსაფრთხოების სკანერი) და სხვა.
სრული ინსტრუმენტების სია იხილეთ აქ.
ის არის სავსე ინსტრუმენტებით, რომლებიც საჭიროა უსაფრთხოების შესამოწმებლად. Kali Linux-ი არ არის განკუთვნილი ყოველდღიური სამომხმარებლო ოპერაციების უზრუნველსაყოფად და არ არის რეკომენდირებული დამწყებთათვის.
ეს არის პროფესიონალთათვის განკუთვნილი დისტრიბუტივი (ოპერაციული სისტემა).
თუ თქვენ საერთოდ არ იცნობთ Linux– ს და არ გაქვთ კომპეტენციის მინიმალური საბაზისო დონე სისტემის ადმინისტრირებაში, Kali Linux ალბათ არ არის ის, რასაც ეძებთ, დამწყებებმა უმჯობესია აირჩიოთ ნებისმიერი მარტივი დისტრიბუტივი, როგორიცაა Ubuntu, Debian, Mint და Fedora.
მაგრამ თუ თქვენ უკვე იცნობთ Linux-ს, ხართ შეღწევადობის პროფესიონალი ტესტერი ან შეისწავლით შეღწევადობის ტესტირებას, რომლის მიზანია გახდეთ სერტიფიცირებული პროფესიონალი, ეს სისტემა თქვენთვისაა…
ის ვრცელდება, როგორც X32/X64 ბიტიან და ARM64-ან პროცესორებზე.