UBUNTU 20.04 LTS ინსტალაცია
სტატიაში მოცემულია ubuntu-ს ინსტალაცია ძირითად სისტემად. მათვის ვისაც სურს გაეცნოს მას ან მათთვის ვისი კომპიუტერიც ვერ უმკლავდება Windows-ს.
პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ, რომ ნებისმიერი დისტრიბუტივისა და ოპერაციული სისტემის ჩამოტვირთვა უნდა ხორციელდებოდეს მწარმოებლის ოფიციალური Web გერდიდან.
ჩამოვტვირთედ აქ.
ubuntu-ს ინსტალაცისთვის მინიმალური სისტემური მოთხოვნებია
- ორ ბირთვიანი პროცესორი 2 Ghz-ანი
- 4 GB ოპერატიული მეხსიერება
- 25 GB თავისუფალი ფართი მყარ დისკზე
ubuntu-ს ჩამოტვირთვის შემდეგ საჭიროა შექმნათ და დაბუთოდ ჩამტვირთავი ფლეშკა (როგორ ხდება ჩამტვირთავი ფლეშკის შექმნა და დაბუთვა იხილეთ აქ)
დავიწყოთ ინსტალაცია:
ვაწვებით ნებისმიერ ღილაკს
ვირჩევთ ჩვენთვის სასურველ ენას
ვირჩევთ install ubuntu-ს
დაბლა მოცემულ სურათზე კი გირჩევთ დაელოდოთ დისკის ანალიზის პროცესს.
წინააღმდეგ შემთხვევაში დააჭირეთ ctrl+c იმისათვის, რომ შეწყვიტოთ ის.
ვირჩევთ სისტემის ძირითად ენას
ვირჩევთ ჩვენთვის საუსურველ კლავიატურის ენასა და განლაგებას,
ვირჩევთ მინიმალურ ინსტალაციას და ვთიშავთ ავტომატურ განახლებას,
ამოვირჩიოთ erase disk and install ubuntu და დავეთანხმოთ სურათზე მოცემულ ფანჯარას.
ვირჩევთ ადგილმდებარეობას.
ვქმნით ახალ მომხმარებელს და პაროლს.
ველოდებით ინსტალაციის პროცესის დასრულებას.
სურათზე მოცემული ინფორმაცია გვატყობინებს, რომ Ubuntu წარმატებით დაყენდა და გვთხოვს კომპიუტერის გადატვირთვას, რაზეც ვეთანხმებით
შემდგომ სისტემა მოგვთხოვს გამოვაერთოთ საინსტალაციო ფლეშკა და დავაწვეთ Enter-ს
ვაწვებით ნებისმიერ ღილაკს ან ვაწკაპუნებთ მაუსის დახმარებით ჩვენს მომხმარებელს.
შეგვყავს ჩვენს მიერ ინსტალაციის დროს შექმნილი პაროლი.
თქვენ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენთვის სასურველ სერვისებს ან გამოტოვოთ ეს ნაბიჯი.