ეს მეთოდი მუშაობს ნებისმიერ GNU/Linux-ში სადაც დაინსტალირებულია cryptsetup რომელიც გვაძლევს საშუალებას დავშიფროთ/წავიკითხოთ ფლეშკა გაითვალისწინეთ რომ ამ მეთოდით დაშიფრულ ფლეშკას თქვენ ვერ გამოიყენებთ Windows-ის გარემოში.
რაც ნიშნავს იმას რომ თქვენ უნდა იყოთ Linux-ის მომხმარებელი ან ხშირად მუშაობდეთ მის გარემოში.
ბრძანებები:
შეამოწმეთ crypsetup-ის არსებობა თქვენს დისტრიბუტივში
sudo cryptsetup -V
თუ თქვენი Terminal-ი გპასუხობთ რომ ბრძანება cryptsetup არ იქნა ნაპოვი გაწერეთ დაბლა მოცემული ბრძანება ტერმინალში მის ჩამოსატვირთად:
sudo apt update && sudo apt install cryptsetup
იმისათვის რომ ფლეშკა დაიშიფროს სწორედ წაშალეთ მასზე მოცემული განყოფილებები Gparted/cfdisk -ის ან სხვა დისკების მენეჯერის მეშვეობით.
შემდგომ ამავე ან სხვა დისკ მენეჯერის მეშვეონით დააფორმატეთ ფლეშკა ext4 ფაილურ სისტემაში.
ჩემს შემთხვევაში ფლეშკა არის 14.7GB -იანი /dev/sdc
დავაფორმატოთ Terminal-ის მეშვეობით:
sudo mkfs.ext4 /dev/sdc1
შევუდგეთ დაშიფრული ფლეშკის შექმნას. აქ თანხმობისთვის გაუწერეთ YES (აუცილებელია დიდი ასოებით) რის შემდგომ შეგყავთ თქვენთვის სასურველი პაროლი, რომელიც იქნება დაყენებული ფლეშკაზე:
sudo cryptsetup luksFormat /dev/sdc1
sudo cryptsetup luksOpen /dev/sdc1 crypted
sudo mkfs.ext4 /dev/mapper/crypted
მას შემდეგ, რაც თქვენ გაწერთ მაღლა მოცემულ ბრძანებებს გამოაძრეთ და ხელახლა დააერთეთ თქვენი ფლეშკა PC -ზე.
თქვენი დისტრიბუტივი მოგთხოვთ პაროლის, შეყვანას ეს ის პაროლია რომელითაც თქვენ დაშიფრეთ თქვენი ფლეშკა.
შემდგომ უნდა გაუწეროთ შემდეგი ბრძანება, რომ შეძლოთ ფლეშკაზე ცვლილებების შეტანა:
sudo chown -hR $USER /media/tengo/fleshka/
cryptsetup-ის ფლეშკიდან წასაშლელად:
sudo umount /dev/sdc1
sudo cryptsetup erase /dev/sdc1
sudo mkfs.ext4 /dev/sdc1
## ან ##
sudo mkfs.vfat -F32 /dev/sdc1