მოგესალმებით მეგობრებო. სათაურიდან გამომდინარე, როგორც თქვენ მიხვდით, განვიხილავთ თუ როგორ შეგიძლიათ შექმნათ persistence განყოფილება Rufus-ის გარეშე Linux დისტრიბუტივის ან თავად ჩამტვირთავი ფლეშკის მეშვეობით.
ამისათვის ჩვენ დაგვჭირდება, უკვე მომზადებული ჩამტვირთავი ფლეშკა kali linux-ით.
არ აქვს ძირითადი მნიშვნელობა, იყო ის ჩაწერილი Rufus-ით dd ბრძანების თუ ნებისმიერი სხვა პროგრამით.
ბრძანებები:
ვამოწმებთ შეერთებულ მოწყობილობებს:
sudo fdisk -l
ყურადღება!!!
თქვენს შემთხვევაში X = b, c, d, ან რომელიმე სხვას. ეს განისაზღვრება იმით, თუ რამდენი ფლეშ მოწყობილობა და მყარი დისკი გაქვთ სისტემაში.
გადავიდეთ და შევიყვანოთ მომდევნო ბრძანებები root მომხმარებლის ანგარიშით.
ამისათვის ვწერთ:
sudo su
[sudo] password for user: შეიყვანეთ root-ის პაროლი
ვხსნით დისკის მართვის პროგრამას cfdisk-ს დისკის მითითებით /dev/sdX
cfdisk /dev/sdX
ვაფორმატებთ ext3 ფაილურ სისტემაში:
mkfs.ext3 /dev/sdX3 -L persistence
ვუცვლით განყოფილების სახელს:
e2label /dev/sdX3 persistence
mnt დირექტორიაში ვქმნით დირექტორია usb-ს:
mkdir -p /mnt/usb
ვაერთებთ ჩვენს მიერ დანიშნულ განყოფილებას /dev/sdX3 /mnt/usb -ში:
mount /dev/sdX3 /mnt/usb
ვქმნით და ვწერთ ერთი ბრძანებით / union საკონფიგურაციო ფაილში სახელად persistence.conf რომელიც იქნება შენახული /dev/sdX3-ზე:
echo “/ union” > /mnt/usb/persistence.conf
ვთიშავთ /dev/sdX3 /mnt/usb დირექტორიიდან და გადავტვირთოთ კომპიუტერი
umount /dev/sdX3 && reboot
გადატვირთვის შემდგომ იხილავთ შემდგომ ფანჯარას, თუ კი თქვენ BIOS-სში ყველაფერი სწორედ გასწორებული გაქვთ.
ან გამოიყენეთ BOOT MENU-ს ღილაკი რის შემდგომ აირჩევთ თქვენს ჩამტვირთავ ფლეშკას.
ეს ღილაკები განსხვავდება დედაპლატის მწარმოებლის მიერ, რომელიც ადვილად მოიპოვება GOOGLE-ში.
ვიდეო შეგიძლიათ იხილოთ აქ.