ამ მოკლე და პატარა სტატიაში მინდა აგიხსნათ თუ რა არის Persistence განყოფილება და რისთვის ან როგორ გამოიყენებენ მას.
Linux Live CD გვაძლევს საშუალებას ჩავტვირთოთ ნებისმიერი დისტრიბუტივი ჩვენს კომპიუტერში, მისი მყარდისკზე სრულყოფილი ინსტალაციის გარეშე.
მაგრამ თუ თქვენ მოინდომებთ რაიმე ინფორმაციის შენახვას გადატვირთვის შემდგომ ის ინფორმაცია წაიშლება.
მსგავსი შემთხვევისგან დასაცავად გამოიყენებენ Persistence განყოფილებას.
Persistence განყოფილება არის ფლეშკის ის სექტორი, რომელიც ჩამტვირთავი ფლეშკის შექმნის შემდგომაც არ გამოიყენება.
Persistence-ს დანიშვნის შემდგომ ჩვენ გვეძლევა იმის საშუალება, რომ შევიტანოთ ცვლილებები, რომელიც არ იქნება წაშლილი გადატვირთვის შემდეგ, როგორც ეს ხდება Linux Live CD -ის შემთხვებაში.
ასევე შეგვიძლია ის დავაერთოთ ნებისმიერ კომპიუტერზე და გამოვიყენოთ, როგორც პერსონალური კომპიუტერი, პერსონალური ინფორმაციით, რაც დიდი პლიუსია.