არის მომენტები როდესაც პოულობთ რაიმე საინტერესო Termux სახელმძღვანელოს და გეზარებათ ამ ყოველივე ბრძანებების თქვენი სმართფონის ეკრანზე აკრეფვა.
ამისთვის, თქვენ შეგიძლიათ დააყენოთ sshd სერვერი Termux-ში რომელსაც თქვენი პერსონალური კომპიუტერის მეშვეობით დაუკავშირდებით.
დავაყენოთ Openssh შემდეგი ბრძანებით:
pkg install openssh
თუ კი გსურთ რომ sshd გაიშვას Termux-ის გაშვების თანავე ამისათვის:
touch .bashrc && echo "sshd" >> .bashrc
გავიგოთ და შევცვალოთ მომხმარებლის password-ი. ჩემს შემთხვევაში მომხმარებლი 0u_a204 გახლავთ. თქვენს შემთხვევაში კი განსხვავებული იქნება როგორც წესი :
whoami
ყურადღებით !!!
password-ის შეყვანის დროს ეკრანზე არაფერი ჩანს მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ არაფერი იწერება
passwd 0u_a204
$ New password: ახალი_password
$ Retype new passord: გავიმეოროთ_password
$ New password was sucssfully set.
მოგეხსენებათ რომ ssh-ის port-ი არის 22 მაგრამ Termux-ის შემთხვევაში ის 8022-ე Port-ი გახლავთ.
იმისთვის რომ დავუკავშირდეთ ჩვენს Termux-ს გავიგოთ ჩვენი Android-ის ლოკალური IP მისამართი :
ifconfig
Windows მომხმარებელმა უნდა ჩამოტვირთოს პროგრამ სახელად PuTTY რის ისტალაციის შემდგომ გაიხსნება შემდეგი ფანჯარა:
შეგვყავს ip და port-ი რის შემდგომაც ვაწვებით ღილაკს Open
Linux მომხმარებლები გახსენით Terminal-ის ფანჯარა და შეიყვანეთ
ssh u0_a204@your_android_ip -p 8022