იმისთვის რომ გავიადვილოთ მუშაობა Termux-სში, თქვენ დაგჭირდებათ შექმნათ Alias-ები.
Alias ბრძანება, მომხმარებელს საშუალებას აძლევს აწარმოოს ნებისმიერი ბრძანება ან თუნდაც ბრძანებათა ჯგუფი, მათ შორის პარამეტრებით, პარამეტრებით და ფაილებით, ერთი სიტყვის ან თუნდაც სიმბოლოს აკრეფვით.
მის რეალიზაციისთვის, ჩვენ დაგვჭირდება მხოლოდ ორი ტექტური ფაილი. რომლებიც Termux-ის გარემოში უნდა შევქმნათ.
ეს ორი ტექსტური ფაილი გახლავთ .bashrc და .bash_aliases
აქ ბევრი იტყვის რომ Alias-ების დამატება .bashrc ფაილშიც შესაძლოა და მართალიც იქნება, მაგრამ თუ თქვენ ქმნით ბევრ Alias ბრძანებებს, გსურთ შეინახოთ რეზერვული ასლი. გამოვიტანოთ ცალკე ფაილში ჩვენს მიერ გაწერილი Alias ბრძანებები. ამისთვის უნდა შევქმანათ .bash_aliases ფაილი.
ვქმნით .bashrc და .bash_aliases ერთი ბრძანებით:
touch .bashrc .bash_aliases
რის შემდეგაც ვამატებთ შემდეგ ბრძანებას .bashrc ფაილში:
source .bash_aliases
შევუდგეთ alias-ების შექმნას. არის ორი მეთოდი, დავიწყოთ მარტივით. ამისათვის ვხსნით .bash_aliases ტექტური ედითორ nano-ს ან vim-ის მეშვეობით და შეგვყავს:
alias c='clear'
რის შემდგომ ვინახავთ ფაილს და გამოვდივართ.
მეთოდი №2: შეგვყავს shell გარემოში ბრძანება:
echo "alias c='clear'" >> .bash_aliases
ამ ბრძანებათა ჯგუფის დახმარებით, თქვენ შექმნით alias-ს რომელიც იქნება გაწერილი და შენახული პირდაპირ .bash_aliases ფაილში.
ყურადღება !!!
№1: ყოველივე .bashrc/.bash_aliases შეცვლის შემდეგ გაუწერეთ ბრძანება source იმის მიხედვით თუ რომელი ფაილი იყო შეცვლილი რადგან გაწერილმა alias-ებმა დაიწყონ მუშაობა
№2: რაც შეეხება source .bash_aliases ბრძანებას რომელიც გავწერეთ .bashrc ფაილში, ეს იყო გაკეთებული იმითვის რომ ყოველივე Termux-ის გაშვების დროს არ მოგვიწიოს ერთი და იგივე ბრძანების გაწერა ჩვენს shell-ში
№3: მართალია მე გაჩვენეთ თუ როგორ შევქმნათ clear ბრძანების alias-ი მაგრამ აქ თქვენ მოგიწევთ მოიფიქროთ თქვენთვის სასურველი alias-ები.
რაც მთავარია თქვენს მიერ შექმნილი alias-ები არ უნდა ემთხვეოდეს shell-ის ბრძანებებს.