ამ სტაიაში მინდა გაჩვენოთ, თუ როგორ დავიცვათ ჩვენი Termux-ი თითის ანაბეჭდით.
ამისათვის დაგვჭირდება Play market-ში შესვლა და Termux/Termux:API დაინსტალირება.
პირველ რიგში ვანახლებთ repository-ებს
apt-get update
apt-get upgrade
## ან ##
pkg update
pkg upgrade
ასევე ვაყენებთ python-ს
pkg install python python2
საინსტალაციო სკრიპტის გადმოსაწერად დაგვჭირდება ინსტრუმენტი(Unity) wget ან curl.
pkg install wget
pkg install curl
სკრიპტის გადმოწერა wget ინსტრუმენტით:
wget https://raw.githubusercontent.com/MrAlpha786/termux-fingerprint-lock/master/setup
სკრიპტის გადმოწერა curl ინსტრუმენტით:
curl https://raw.githubusercontent.com/MrAlpha786/termux-fingerprint-lock/master/setup > setup
setup სკრიპტს ვანიჭებთ გაშვების უფლებას:
chmod +x setup
სკრიპტის გავუშვების შემდგომ ის მოგვთხოვს თითის ანაბეჭდს.
./setup
ყურადღება !!!
იმისათვის, რომ გააუქმოთ თითის ანაბეჭდი, ხელმეორედ გაუშვით საინსტალაციო სკრიპტი.
არ იჩქაროთ და არ წაშალოთ Termux:API, მისი წაშლა დააზიანებს, როგორც Termux-ს ასევე იმ პროგრამებს, რომლებიც მასში გეყენათ და მოგიწევთ მათი ხელახლა გადმოწერა.